მაკნატუნა, ლოლოები, მოძრავი პეპლები – ახალციხის მერია, საახალწლოდ ქუჩების მოსართავად 100 000-მდე ლარის დახარჯვას აპირებს, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, მერია 2026 წლის შესახვედრად, გეგმავს მანათობელი ლოლოების, მაკნატუნას, მოძრავი მანათობელი პეპლების, ე.ს “ჯონჯოლის”, ფოტო გადაღებისთვის მანათობელი კონსტრუქციების და სხვა აქსესუარების შესყიდვას.
წინადადებების მიღება 22-24 ნოემბერს იწარმოებს.
აქვე გეტყვით, რომ ახალციხის მერიამ გასულ წელს, წინასაახალწლოდ განათებებისთვის და აქსესუარებისთვის 35 000 ლარი დახარჯა.
2024 წლის შესახვედრად, მერიამ ორი შესყიდვა განახორციელა, 40 700 და 3 700 ლარზე.
ხოლო, 2023 წლის შესახვედრად ახალციხის მერიას გარე განათებები და სხვა აქსესუარები 200 000-ზე მეტი ლარი დაუჯდა.
ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ წინა წლებში და წელს შეძენილი აქსესუარები, “საჭიროებისამებრ გადანაწილდება” სხვადასხვა ადგილზე.