ახალციხის მუნიციპალიტეტის 43 პედაგოგი დააჯილდოვეს

December 1, 2025

ახალციხის მუნიციპალიტეტის 38 საჯარო სკოლისა და კერძო სკოლა „მზექას“  43 პედაგოგი წარმატებული პედაგოგიური საქმიანობისთვის დააჯილდოვეს.

რა პრინციპით შეირჩნენ პედაგოგები და რა სახის ჯილდო გადაეცათ მათ? კითხვით ჩვენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას დავუკავშირდით.

როგორც უწყებაში გვითხრეს, ისინი ყოველწლიურად მიმართავენ ახალციხის რესურსცენტრის, საიდანაც აწვდიან დასაჯილდოებელი მასწავლებლების სიას. რაც შეეხება ჯილდოს, მასწავლებლებს ორგანული მინით დამზადებული დეკორატიული ქანდაკებები და ყვავილები გადაეცათ.

მერიაში გვეუბნებიან, რომ აღნიშნული ღონისძიება მუნიციპალიტეტს 1 875 ლარი დაუჯდა. 

ღონისძიებამ მედიის გარეშე ჩაიარა. რატომ არ იყო მიწვეული მედია, მერიაში გვითხრეს, რომ დაჯილდოვება თავად გაიღეს.