ახალციხეში, მდინარე ფოცხოვის ნაპირსამაგრი და მიმდებარედ საავტომობილო გზა დაზიანებულია.
თუმცა, მერი, ვარლამ წიკლაური ამბობს, რომ რეაბილიტაცია 2026 წელს არ იგეგმება და არც დაზიანებული ნაპირსამაგრი უქმნის მოსახლეობას საფრთხეს – ვრცლად ნახეთ სიუჟეტი
ტექსტი:
ახალციხეში, მდინარე ფოცხოვის მიმდებარედ, ნაპირსამაგრი დაზიანებულია. როგორც კადრებში ხედავთ ბეტონის მასა, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ნაპირს ამაგრებდა, ახლა ჩამოშლილია და ნარჩენები წყალში ყრია.
ადგილობრივები საფრთხეზე საუბრობენ, თუმცა ახალციხის მერი, ვარლამ წიკლაური, აცხადებს, რომ დაზიანება მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი არ არის.
ამ ტეირტორიაზე პრობლემას მხოლოდ მდინარის დაზიანებული ნაპირსამაგრი არ წარმოადგენს. წლებია დაზიანებულია საავტომობილო გზაც, რომელიც პირველი საჯარო სკოლის გასწვრივ გადის.
ჩვენმა რედაქციამ ეს კადრები 20 ნოემბერს გადაიღო. როგორც კადრებში ხედავთ, საავტომობილო გზა ნაწილობრივ მოწესრიგებულია, თუმცა მონაკვეთზე ასფალტი კვლავ არ არის დაგებული. დაზიანებული გზის მოწესრიგების მოთხოვნით მოქალაქეები სოციალურ ქსელებშიც აქტიურად წერენ.
სქრინი: “თუ საშუალება და შესაძებლობა არის, იქნებ დაპროექტების ტენდერი მაინც გამოაცხადეოთ. N1 საშუალო სკოლის მიმდებარე გზის ასფალტის ან ბეტონის საფარის მოწყობისთვის,” – წერს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ახალციხეში, მდინარე ფოცხოვის ნაპირსამაგრი და მიმდებარედ საავტომობილო გზა დაზიანებულია.
თუმცა, მერი, ვარლამ წიკლაური ამბობს, რომ რეაბილიტაცია 2026 წელს არ იგეგმება და არც დაზიანებული ნაპირსამაგრი უქმნის მოსახლეობას საფრთხეს – ვრცლად ნახეთ სიუჟეტი
ახალციხეში, მდინარე ფოცხოვის მიმდებარედ, ნაპირსამაგრი დაზიანებულია. როგორც კადრებში ხედავთ ბეტონის მასა, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ნაპირს ამაგრებდა, ახლა ჩამოშლილია და ნარჩენები წყალში ყრია.
ადგილობრივები საფრთხეზე საუბრობენ, თუმცა ახალციხის მერი, ვარლამ წიკლაური, აცხადებს, რომ დაზიანება მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი არ არის.
ამ ტერიტორიაზე პრობლემას მხოლოდ მდინარის დაზიანებული ნაპირსამაგრი არ წარმოადგენს. წლებია დაზიანებულია საავტომობილო გზაც, რომელიც პირველი საჯარო სკოლის გასწვრივ გადის.
ჩვენმა რედაქციამ ეს კადრები 20 ნოემბერს გადაიღო. როგორც კადრებში ხედავთ, საავტომობილო გზა ნაწილობრივ მოწესრიგებულია, თუმცა მონაკვეთზე ასფალტი კვლავ არ არის დაგებული. დაზიანებული გზის მოწესრიგების მოთხოვნით მოქალაქეები სოციალურ ქსელებშიც აქტიურად წერენ.
სქრინი: “თუ საშუალება და შესაძლებლობა არის, იქნებ დაპროექტების ტენდერი მაინც გამოაცხადოთ. N1 საშუალო სკოლის მიმდებარე გზის ასფალტის ან ბეტონის საფარის მოწყობისთვის,” – წერს ერთ-ერთი ადგილობრივი.
მოსახლეობის მოთხოვნის და დაზიანებული ინფრაქსტრუქტურის მიუხედავად, მერია არც გზის რეაბილიტაციას და არც ნაპირსამაგრის მოწყობას 2026 წელს არ გეგმავს. ამის შესახებ მერმა, ვარლამ წიკლაურმა, 2026 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვის დროს, ჩვენს რედაქციას უთხრა. მას რეაბილიტაციის კონკრეტული თარიღები არ დაუსახელებია.
მერი ვარლამ წიკლაური ამბობს, მათი ერთ-ერთი ააიპი მიმდებარე ტერიტორიაზე გადავიდა, რის გამოც ტერიტორია მოხრეშეს, რადგან ტრანსპორტს გადაადგილების დროს პრობლემები არ შექმნოდა.
ეს არ არის ერთადერთი საავტომობილო გზა, რომელიც დაზიანებულია. მსგავსი ვითარებაა მუნიციპალიტეტში არსებული საავტომობილო გზების 80 %-ზე, – ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის გზების მხოლოდ 20 %-ია რეაბილიტირებული.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, საგზაო ინფრასტრუქტურისთვის 2 230 000 ლარის დახარჯვა იგეგმება. თუმცა, კონკრეტულად რომელი გზების მოწყობას გეგმავენ ბიუჯეტის პროექტში მითითებული არ არის.
სწორედ ბიუჯეტის პროექტის უფრო მეტად გამჭვირვალობის ინიციატივით გამოვიდა “ძლიერი საქართველოს დეპუტატი” ახალციხის საკრებულოში, ჯუმბერ ინასარიძე. პასუხად ახალციხის მერის მოადგილემ, ნოდარ ტატალიშვილმა დეპუტატს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისკენ მოუწოდა.
მოადგილის მსგავსად, იგივე შინაარსის კომენტარი გააკეთა ჩვენს რედაქციასთან ახალციხის მერმა, ვარლამ წიკლაურმა კითხვაზე – არის თუ არა ბიუჯეტი მოსახლეობისთვის გამჭვირვალე.