“ეჰ 10 დღეა [წყალი] თვალითაც არ მინახავს” – წალკაში სასმელი წყლის პრობლემაზე საუბრობენ

January 20, 2026

“ეჰ 10 დღეა [წყალი] თვალითაც არ მინახავს” – ქალაქ წალკაში მცხოვრებლები უკვე რამდენიმე დღეა სასმელი წყლის პრობლემის შესახებ საუბრობენ. როგორც მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, ქუჩების ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება. მათივე ინფორმაციით, არის ისეთი ქუჩებიც, სადაც აბონენტების ნაწილს წყალი მიეწოდება, ნაწილს – არა. 

“როგორი იმედი მქონდა რომ წალკაში წყლის პრობლემა ამჯერად მართლა აღარ იქნებოდა,” – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

რა მიზეზით არ მიეწოდება მოსახლეობას სასმელი წყალი? – ამის გარკვევას ჩვენ მუნიციპალიტეტის მერიისგან ვცდილობთ, თუმცა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. 

“გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან” კი – ინფორმაციის მიღებას ველოდებით. მასალაც შესაბამისად განახლდება. 

განახლება:

“გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში” გვეუბნებიან, რომ მათი მხრიდან შეზღუდვა არ არის და სავარაუდოდ შიდა ქსელებია გაყინული.

ფოტო: Georgian Travel Guide