170 000 ლარზე მეტი ასპინძის სოფელ ოშორაში, სპორტული მოედნის მშენებლობისთვის

January 22, 2026

ასპინძის სოფელ ოშორაში, სპორტული მოედნის მშენებლობისთვის, მერია 170 000 ლარზე მეტი ღირებულების ტენდერს აცხადებს. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, მოედანზე იგეგმება როგორც ფეხბურთის კარების ისე – კალათბურთის ფარების და ფრენბურთის ბადის მოწყობაც. 

ამავე დოკუმენტების მიხედვით, კომპანიამ ხელშეკრულების დადებიდან სამ თვეში უნდა მოაწყოს სპორტული ინფრასტრუქტურა.