“690 ლარი; 440 ლარი; აუბერა,” – წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ იანვრის თვის ბუნებრივი აირის გადასახადი, გასულ თვეებთან შედარებით მეტი მოვიდა.
“მთელი თვე ჩართულ გაზზე ყველგან [სხვა მუნიციპალიტეტებში] ვისაც ვიკითხე 150 ლარი მოდის. ამ წალკაში გოიმები გვნახეს ალბათ 500 და 400 ლარები მოგვდის თვეში. ხმა თუ არა ამოვიღეთ ალბათ 1 000 ლარი მოვა გადასახადი,” – წერენ სოციალურ ქსელში.
ის, რომ მუნიციპალიტეტში მომხმარებლებს ბუნებრივი აირის გადასახადი ბევრი მოუვიდათ ადასტურებენ გაზ კომპანია “სოკარში” და ამბობენ, რომ მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობებია.
“რთული მეტეოროლოგიური პირობების გამოა გაზრდილი, რაც ხდება ხოლმე. თუ ვინმეს ეჭვი აქვს შეუძლიათ მიმართონ ადგილობრივ სერვისცენტრს და მრიცხველს შეამოწმებენ. თუმცა, თუ მრიცხველს ხარვეზი არ ექნება შემოწმების თანხას თვითონ იხდის,” – გვეუბნებიან კომპანიაში.
არაბუნებრივად გაზრდილი გადასახადის გამო მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მიმართავენ როგორც “სემეკს” ისე “ენერგო ომბუდსმენს” – ამის შესახებ ჩვენ უწყებების წარმომადგენლები გვიდასტურებენ.
ენერგო ომბუდსმენში ჩვენთან ვიდეო კომენტარის გაკეთებაზე უარი გვითხრეს, ხოლო გვითხრეს, რომ თუ წალკის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას პრობლემები აქვთ, შეუძლიათ მათ მიმართონ და საკითხის მოკვლევა დაიწყება. მათივე თქმით, სანამ დავა არ დასრულდება დავალიანების გადაუხდელობის გამო ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეუწყდებათ.
ენერგო ომბუდსმენმა 30 იანვარს განცხადებაც გაავრცელა სადაც საუბარია, რომ მათთან მიმართვის შემთვევაში:
“• დაიწყება საქმის სამართლებრივი შესწავლა
• შეფასდება დარიცხვის კანონიერება
• ბუნებრივი გაზის მიწოდება არ შეგიწყდებათ სადაო თანხის გადაუხდელობის გამო — დავის დასრულებამდე”
რაც შეეხება “სემეკს” აქ გვეუბნებიან, რომა მ ეტაპზე მიმდიანრეობს საკითხის შესწავლა.