წალკის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში” მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება

February 6, 2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში” მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება, – წალკის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მერი ილია საბაძე სამუშაო ჯგუფებს შეხვდა. 

ჩვენ გვინდოდა მოსახლეობისთვის შეგვეტყობინებინა თუ როდის დაიწყება პროგრამა და როდის გამართავს მუნიციპალური ორგანო მათ სოფლებში შეხვედრებს. თუმცა წალკის მერი ჩვენს ზარებს არ პასუხობს. ხოლო, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ საჯარო ინფორმაცია უნდა გამოგვეთხოვა. 

ჩვენ უწყებას წერილით უკვე მივმართეთ. მათგან პასუხის მიღების შემთვევაში, ვრცელ მასალას შემოგთავაზებთ.