სჯსუ-ში 2025 წელს ყველაზე მეტი სტუდენტი იმ ფაკულტეტებზე ჩაირიცხა, რომლებიც გააუქმეს ან/და მიღება შეამცირეს

February 18, 2026

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025 წელს ყველაზე მეტი სტუდენტი იმ ფაკულტეტებზე ჩაირიცხა, რომლებიც გააუქმეს ან/და მიღება შეამცირეს.

კერძოდ: სჯსუ-ში სხვადასხვა ფაკულტეტზე 2025 სასწავლო წელს, გამოცდებით ჯამში 261 სტუდენტი ჩაირიცხა, აქედან ყველაზე მეტი 69 სტუდენტი – საჯარო მმართველობაზე და 24 სტუდენტი სამართლის ფაკულტეტზე ჩაირიცხა – ეს ორივე მიმართულება “ქართული ოცნების” განათლების რეფორმის მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულებაში გაუქმდა. 

გარდა ამისა, ინგლისურ ფილოლოგიაზე ჩაირიცხა 35 სტუდენტი – წელს კი ამ ფაკულტეტზე სწავლას 20-ზე მეტი სტუდენტი ვერ შეძლებს. 

რაც შეეხება დანარჩენ ფაკულტეტებს. 2025 წელს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა:

ისტორია – 20 სტუდენტი;
ქართული ფილოლოგია – 13 სტუდენტი;
დაწყებითი განათლება – 40 სტუდენტი. რამდენი სტუდენტის მიღებას შეძლებს წელს საგანმანათლებლო დაწესებულება უცნობია. რექტორის მოადგილე, ნიკო ახალკაცი გვეუბნება, რომ აქამდე დაწყებითი განათლება 4+1 ინტეგრირებული პროგრამა იყო. ანუ სტუდენტი როდესაც 5 წელში სწავლას დაასრულებს მაგისტრის სტატუსიც ექნება. მისივე თქმით, ახლა დაწყებითი განათლება მხოლოდ საბაკალავრო პროგრამად უნდა გადაკეთდეს და ხელახლა გაიაროს აკრედიტაცია. 

ბიზნეს ადმინისტრირება – 3 სტუდენტი;
ეკონომიკა – 12 სტუდენტი;
ინფორმაციული ტექნოლოგიები – 15 სტუდენტი;
ეკოლოგია 11 სტუდენტი – წელს 20 სტუდენტის მიღებას შეძლებენ;
აგრონომია 4 სტუდენტი  – წელს 40 სტუდენტის მიღებას შეძლებენ;
ვეტერინარია 15 სტუდენტი – წელს ამ ფაკულტეტზე 60 ადგილი იქნება. 

ინფორმაცია აღებულია “აბიტურიენტთა საკონკურსო ქულებით რანჟირებული სია აკადემიური (საბაკალავრო) პროგრამები”-ს დოკუმენტიდან.

რომ არ ჩამებარებინა წინა წელს, ალბათ მთელი ჩემი ბავშვობის ოცნება თავზე ჩამომენგრეოდა, როგორც ახლა ძალიან ბერვ აბიტურიენტს ჩამოენგრეს თავისი ოცნება,“ – გვეუბნება, ადიგენის სოფელ არალში მცხოვრები სალომე მაისურაძე, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართლის პროგრამაზე სწავლობს. 

რა ცვლილებებია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში “ქართული ოცნების” განათლების რეფორმის შემდეგ, რომელსაც არაერთი სპეციალისტის მხრიდან არაერთი კრიტიკა მოჰყვა. იხილეთ ბმული: წელს, სჯსუ-ში სტუდენტებს მხოლოდ 7 სპეციალობაზე მიიღებენ, გასულ წლებში 12 იყო