200 000-მდე ( 197 875) ლარის დახარჯვა იგეგმება ახალციხეში, ნათენაძის ქუჩის N2-დან N4-მდე ტროტუარების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის. ტენდერი უკვე გამოცხადდა, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება არსებული ძველი ბეტონის საფარის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახალი საფარის მოწყობა, ტროტუარზე და ბორდიურზე ახალი საფარის მოწყობა, დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება და ახალი ასფალტბეტონის ფენის დაგება.
წინადადებების მიღება 17-20 მარტს იწარმოებს და თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.