Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

კორპუსი ტბის პირას – ახალციხის ტბაზე კორპუსს “ოცნების” შემწირველები აშენებენ – TI

March 17, 2026

“ქალაქის მთავარი დასასვენებელი ადგილი ერთი კორპუსის ეზოდ იქცევა,” – ახალციხის ხელოვნური ტბის მიმდებარედ კორპუსს “ქართული ოცნების” შემწირველები აშენებენ, – კვლევას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აქვეყნებს. 

კვლევის მიხედვით, კორპუსი რეკრეაციულ ზონაში, ახალციხის ტბის პირველ ზოლში შენდება. 11 სართულიანი შენობის აშენების ნებართვა ახალციხის მერიამ, იმ პირებს მისცა, რომლებმაც “ქართულ ოცნებას” 160 000 ლარი შესწირეს. 

კვლევის ავტორები მიუთითებენ, რომ ახალციხის ხელოვნურ ტბაზე მშენებარე მრავალბინიანი კორპუსი კომპანია „მაქსტერრას“ ეკუთვნის, რომელიც 2025 წლის ივნისში მამუკა კუპრაძემდააფუძნა. მანამდე მან ტბასთან თითქმის 4 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი შეიძინა, მალევე კი მერიისგან მშენებლობის ნებართვაც მიიღო.

რამდენიმე თვეში კუპრაძემ კომპანიის წილები გადაანაწილა – 60% მის ცოლის ძმას, იმედა მუმლაძეს გადასცა, 40% კი იაკობ კუბლაშვილს. მოგვიანებით, ტბის მიმდებარე ტერიტორიაც ამავე პირების კომპანიას “მაქსტერრას” გადასცა.

TI წერს, რომ მუმლაძე და კუბლაშვილი “ქართული ოცნების” შემწირველები არიან – მათ სხვადასხვა წლებში ათობით ათასი ლარი აქვთ შეწირული. კუბლაშვილის ოჯახი ასევე დაკავშირებულია სახელმწიფო ტენდერებთან, საიდანაც მილიონობით ლარი აქვთ მიღებული.

ჩვენი რედაქცია ცდილობს კვლევაში მოყვანილ პირებთან დაკავშირებას. მათგან პასუხის მიღების შემთვევაში, მასალა განახლდება.  

მიუხედავად იმისა, რომ ახალციხის ტბა ქალაქის ერთ-ერთი მთავარი დასასვენებელი სივრცეა, მას ოფიციალურად რეკრეაციული ზონის სტატუსი არ აქვს. მუნიციპალიტეტს დღემდე არ დაუმტკიცებია გენერალური განაშენიანების გეგმა, რომლის შემუშავებაც წლების წინ დაიწყო. პარალელურად, მერია ტბას მაინც რეკრეაციულ სივრცედ მოიხსენიებს და მის რეაბილიტაციაზე მილიონობით ლარი აქვს დახარჯული.

ყოფილი მერი, ირაკლი ლაზარაშვილი, წინასაარჩევნოდ ქაოტური განაშენიანების წინააღმდეგ საუბრობდა, თუმცა საბოლოოდ, სწორედ მის პერიოდში გაიცა 11-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა ტბის მიმდებარედ.

რა პოზიცია აქვს კორპუსის მშენებლობის შესახებ ახალ მერს, ვარლამ წიკლაურს? – მერი გვეუბნება, რომ კვლევის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და “გაეცნობა.”

ახალციხის ტბის მიმდებარედ კორპუსს “ქართული ოცნების” შემწირველები აშენებენ – TI – კვლევა იხილეთ ბმულზე ( დააჭირეთ აქ )