ასპინძის მერიამ 2022-24 წლებში, 11 მუნიციპალური უძრავი ქონება, პირდაპირი განკარგვის წესით, აუქციონის გარეშე გააქირავა. ხოლო, 1 – ელექტრონული აუქციონის საფუძველზე, – კვლევას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს.
აუდიტის ცნობით, გაქირავებული ქონებიდან მუნიციპალიტეტი წლიურად ჯამში 3 600 ლარის შემოსავალს იღებდა.
კვლევის მიხევდით, საქართველოს 13-მა მუნიციპალიტეტმა ჯამში 215 უძრავი ქონება, პირდაპირი განკარგვის წესით გააქირავეს ისე, რომ გადაწყვეტილება სათანადოდ არ დაუსაბუთებიათ. მათ შორისაა ასპინძის მერიაც.
აუდიტი ამბობს, რომ ამ ხერხის გამოყენებით მათ შეზღუდეს კონკურენცია და დაკარგეს დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.
რა ტიპის ქონება გააქირავა მუნიციპალიტეტმა, ვის მიაქირავა ისინი და რატომ არ გამოაცხადეს აუქციონი სანამ მუნიციპალურ უძრავ ქონებას გააქირავებდნენ? – ასპინძის მერმა, როსტომ მაგრაქველიძემ გვითხრა, რომ ინფორაცია საჯარო წესით უნდა გამოგვეთხოვა. ჩვენ უწყებას წერილით უკვე მივმართეთ.
გარდა ასპინძისა, მუნიციპალური უძრავი ქონება, პირდაპირი განკარგვის წესით გააქირავა წალკის მუნიციპალიტეტმაც. აუდიტის კვლევის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში, წალკის მერიამ, პირდაპირი განკარგვის წესით, 137 მუნიციპალური უძრავი ქონება გააქირავა და ჯამში წლიურად 570 000-ზე მეტი ლარის შემოსავალი მიიღო.
წალკის მერიამ 137 უძრავი ქონება პირდაპირი წესით, აუქციონის გარეშე გააქირავა – აუდიტი (2022-24)