Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

არალთან მომხდარი ავარიის საქმე: სასამართლო სხდომა გადაიდო

March 23, 2026

ადიგენის სოფელ არალთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაკავებული პირის სასამართლო სხდომა გადაიდო, როგორც დაკავებულის ადვოკატები აცხადებენ, ბრალდების მხარის მიერ გამოძიების  ეტაპზე გამოკითხული მოწმეების ჩვენებები დასაშვებად ცნეს და განმეორებით აღარ დაკითხეს. ხოლო, ერთი მოწმე პროცესზე არ გამოცხადდა.

პროკურორის განცხადებით, მოწმე წინასწარ გაფრთხილებული იყო, თუმცა სხდომაზე მაინც არ მოვიდა. 

საუბარია, გასული წლის 8 სექტემბერს მომხდარი ავტო ავარიის შესახებ, რა დროსაც სოფელ არლისგადასახვევთან მიკროავტობუსი და სატვირთო ერთმანეთს შეეჯახა და მიკოროავტობუსში მყოფი ერთი არასრულწლოვანი დაიღუპა. მიკროავტობუსს შემთხვევის დროს “ზარზმის აკადემიის” ფეხბურთელები გადაჰყავდა. დაღუპულიც ფეხბურთელი იყო.

შსს-მ მომხდართან დაკავშირებით სატვირთოს მძღოლი დააკავა. თუმცა, გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ საქმის გამოძიება არასამართლიანად მიმდინარეობს და ავარიაში მონაწილე ორივე ტრანსპორტის მძღოლი უნდა დაისაჯოს. 

საპირისპიროს ამბობენ სატვირთოს მძღოლის ოჯახის წევრები და ადვოკატები და ამბობენ, რომ პროკურატურის მთავარი მტკიცებულება, სამხარაულის ექპერტიზის ბიუროს დასკვნა მიკერძოებული, ტენდენციურია და ექსპერტებმა დასკვნა ტერიტორიის დათვალიერების გარეშე დაწერეს. 

იყვნენ თუ არა შემთხვევის ადგილზე ჩამოსულები ლევან სამხარაულის ბიუროს ექსპერტები და რატომ არ იყო მიწვეული კომისიურ ექსპერტიზაში დამოუკიდებელი  ექსპერტი? – ჩვენ სამხარაულის ბიუროდან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ, თუმცა მათ ჩვენ კითხვებს არ უპასუხეს და მხოლოდ ექსპერტიზის ჩატარების ინსტრუქცია გამოგვიგზავნეს.

“სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დანიშნულ კომისიურ ავტოტექნიკურ და ავტოტრასოლოგიურ  ექსპერტიზასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ბიუროს ექსპერტების მიერ ექსპერტიზის დამნიშნავ ექსპერტთან აზრთა სხვაობის გამო, როგორც ადგილზე გასვლა და დათვალიერების წარმოება, აგრეთვე გამოკვლევა ტარდება დამოუკიდებლად და მზადდება შესაბამისი საექსპერტო დასკვნა მოწვეული ექსპერტის  მონაწილეობის გარეშე,” – მოგვწერეს უწყებიდან.

არალში მომხდარი ავარიის საქმეზე, რომლის დროსაც არასრულწლოვანი დაიღუპა, გამოძიება სსკ276-ე მუხლის 6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ბრალის დამტკიცების შემთვევაში 4-7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.