Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

სასაფლაოებამდე მოწესრიგებული გზა “პრემიერის დავალებით”

April 8, 2026

“პრემიერ-მინისტრის დავალებით” – ამ სიტყვებით იწყება სამცხე-ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტის პოსტი, რომელიც წინასააღდგომოდ სასაფლაოების მოწესრიგებას ეხება. 

პოსტი ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ბორჯომის, ნინოწმინდის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებმა სხვადასხვა დროს და ერთნაირი შესავლით დაწერეს. პოსტებს თან ერთვის ვიდეო ან ფოტო მასალა. 

თითოეული მუნიციპალიტეტის პოსტი იტყობინება, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით, მუნიციპალიტეტში, სასაფლაოებამდე მისასვლელი გზებისა და მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგება მიმდინარეობს. 

თვითმმართველობის საკითხების სპეციალისტი, Droa.ge-ს მთავარი რედაქტორი მაგდა პოპიაშვილი გვეუბნება, რომ მუნიციპალიტეტებს სასაფლაოების მოწესრიგების ვალდებულება პრემიერის დავალების გარეშე აქვთ, ხოლო საკუთრივ “პრემიერის დავალებით” მერის მიერ საქმის შესრულება სხვა რამეზე მიუთითებს.