Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

რუსეთის როლი მოქმედი და ყოფილი მერის 9 აპრილის საჯარო გამოსვლაში – ახალციხე

April 9, 2026

დღეს, ახალციხეში, როგორც მთელ ქვეყანაში, 9 აპრილს გარდაცვლილები გაიხსენეს და მათი მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

საქართველოს ისტორიის ამ დრამატულად მნიშვნელოვან დღეს რუსეთის მტრული მოქმედებების გახსენება “ქართული ოცნების” პოლიტიკოსების ნაწილს უჭირს, მათ შორის იყო ახალციხის მოქმედი მერიც ვარლამ წიკლაური. მან დღეს საჯარო გამოსვლისას თქვა, რომ “დღევანდელი დღე არის საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე” და “მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა.” ამ რამდენიმე წუთიან ტექსტში წიკლაურს რუსეთი არ უხსენებია.

თუმცა ჩვენს არქივში ინახება მისი წინამორბედის, ასევე “ქართული ოცნების” რიგების წარმომადგენლის, ახალციხის ყოფილი მერის ირაკლი ლაზარაშვილის სიტყვებიც, შარშან, 9 აპრილის მემორიალთან წარმოთქმული:

“ეს იყო ბოროტების იმპერია, დღევანდელი რუსეთის ფედერაცია, იყო მთავარი საბჭოთა კავშირის წამყვანი სახელმწიფო და ჩვენ მივიღეთ დამოუკიდებლობა 9 აპრილის ბრძოლით.”