Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

Türkiye’de güvenilir bahis deneyimi bahsegel giriş arayan kullanıcılar markasını tercih ediyor.

Mobil cihazlardan erişim kolaylığı sunan pinco kullanıcı dostudur.

ადიგენის სოფელი ჭელა, გაზიფიცირების გარეშე

March 27, 2026

ადიგენის სოფელი ჭელა ერთ-ერთია ადიგენის იმ 22 სოფლიდან, სადაც მოსახლეობა ამ დრომდე შეშის ღუმელებით თბება – აქ გაზიფიცირება ჯერ არ დაწყებულა

დეტალები გაიგეთ სიუჟეტიდან

ტექსტი:

ეს ჭელაა, სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში. ქვაბლიანის ხეობაში განლაგებული დასახლება ზღვის დონიდან 1 280 მეტრზე მდებარეობს და საქსტატის ბოლო, 2014 წლის მონაცემებით, აქ 177 მოსახლე ცხოვრობს. სოფელს მაღალმთიანის სტატუსი აქვს.

ამ სტატუსის მიუხედავად, ჭელა ერთ-ერთია ადიგენის იმ 22 სოფლიდან, სადაც მოსახლეობა ამ დრომდე შეშის ღუმელებით თბება. აქ გაზიფიცირება ჯერ არ დაწყებულა. ადიგენის მერი, გოჩა ქიმაძე გვეუბნება, რომ მიმდინარე წელს ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა მხოლოდ ორი სოფლის შემთხვევაში იგეგემბეა, მათ შორის არ არის ჭელა. მერისვე თქმით, ამ დრომდე უცნობია როდის დაიწყება სოფლის გაზიფიცირება. 

იგეგმება თუ არა და როდის სოფელ ჭელაში ბუნებრივი აირის შეყვანა? – დავუკაშირდით ეკონომიკის სამინისტროს, რადგან სწორედ ეს უწყებაა პასუხისმგებელი დასახლებებში გაზიფიცირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოაწყოს. უწყებიდან ინფორმაციის მიღებას მეორე დღეა ველოდებით.

რა გეგმა აქვს სახელმწიფოს მოსახლეობის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფისთვის? – ინფორმაციის მისაღებად დავუკავშირდით გაზის ტრანსპორტირების კომპანიას, თუმცა აქ გვითხრეს, რომ ჩვენს კითხვებს მხოლოდ წერილობით უპასუხებდნენ. უწყებიდან საჯარო ინფორმაცია უკვე გამოვითხოვეთ.

2025-28 წლების სამთავრობო პროგრამის დოკუმენტის მიხედვით, 4 წელიწადში 600-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში იგეგმება ბუნებრივი აირის გაყვანა. თუმცა კონკრეტული სოფლები და თარიღები მითითებული არ არის.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, 2025 წლის ბოლოსთვის წესით საქართველოს მოსახლეობის 93 %-სთვის უნდა ყოფილიყო გაზი ხელმისაწვდომი. როგორ შეასრულა სახელმწიფომ აღებული ვალდებულება? – უწყებიდან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ.

თემაზე მუშაობას განვაგრძობთ.