წალკაში, კოსტავას ქუჩაზე საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობისთვის 250 000-ზე მეტი ლარის დახარჯვა იგეგმება, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება 51 კვ.მ საპირფარეშოს მოწყობა. მიმდებარედ კი საყრდენი კედლის და მისასვლელი გზის მოწესრიგება.
წინადადებების მიღება 1-4 მაისს იწარმოებს. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 2026 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით უნდა დაასრულოს.