Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

Türkiye’de güvenilir bahis deneyimi bahsegel giriş arayan kullanıcılar markasını tercih ediyor.

Mobil cihazlardan erişim kolaylığı sunan pinco kullanıcı dostudur.

ჟურნალისტებზე ზეწოლის 60-მდე შემთხვევა ოთხ თვეში – TI

May 1, 2026

ბოლო 4 თვეში, ჟურნალისტებზე თავდასხმის, მუქარისა და საქმიანობაში ხელშეშლის 60-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, – კვლევას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აქვეყნებს.

კვლევის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის პერიოდში გამოვლენილ შემთხვევებში შედის როგორც მუქარა და ფიზიკური თავდასხმა, ისე პროფესიულ საქმიანობაში ჩარევა. სხვადასხვა ინციდენტს შორისაა ჟურნალისტებისთვის მუქარის გაგზავნა, გადაღებული მასალის წაშლა, ადგილზე მუშაობის ხელშეშლა და გადაადგილების შეზღუდვა.

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების უმრავლესობა დღემდე გამოუძიებელია.

TI-ს კვლევის მიხედვით ამავე პერიოდში, ჟურნალისტების წინააღმდეგ ხშირად იყენებენ სამართლებრივ ბერკეტებს, მათ აჯარიმებდნენ „გზის გადაკეტვის“ მიზეზით, უყადაღებდნენ ანგარიშებს.

როგორც კვლევაში წერია სასამართლო, სამართალდამცველი სისტემა და კომუნიკაციების კომისია გამოიყენება დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ. 

 „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) მონაცემებით, პრესის თავისუფლების გლობალურ ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი 21 პოზიციით გაუარესდა და 180 ქვეყანას შორის 135-ე ადგილზე დაქვეითდა.