Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

Türkiye’de güvenilir bahis deneyimi bahsegel giriş arayan kullanıcılar markasını tercih ediyor.

Mobil cihazlardan erişim kolaylığı sunan pinco kullanıcı dostudur.

ნაგავშემკრები რომელიც გარემოს აბიძნურებს – ნინოწმინდელების პროტესტი

May 4, 2026

ახალქალაქი-ნინოწმინდის გზის მიმდებარედ არსებული ნაგავსაყრელის დახურვა – იყო ნინოწმინდის სოფელ ჯიგრაშენში მცხოვრები მოქალაქეების მოთხონა, რომელიც 2 მაისს, საპროტესტო აქციაზე გააჟღერეს, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია Jnews ავრცელებს. 

როგორც მედია წერს, მოსახლეობას ნაგავსაყრელიდან გავრცელებული ნარჩენები და სუნი წლების განმავლობაში პრობლემას უქმნის. ხოლო, ბოლო პერიოდში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, დამდნარი თოვლისა და ძლიერი წვიმების შედეგად წყლის ნაკადმა ნაგავი ჩამორეცხა და სასოფლო-სამეურნეო მიწებზე გაავრცელა. მოსახლეობის თქმით, დაზიანდა როგორც სავარგულები, ასევე საძოვრები. 

მათივე განცხადებით, ნაგავსაყრელი მათ მიწებთან ძალიან ახლოს მდებარეობს, რაც პრობლემას ამძაფრებს. ისინი ასევე მიუთითებენ, რომ ქარი ხშირად ფანტავს ნარჩენებს და პოლიეთილენის პარკებს. 

ზემოხსენებული ნაგავსაყრელი ორ ახალქალაქის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს ემსახურება. ნინოწმინდის მერი, ანივარდ მოსოიანი გვეუბნება, რომ დღეს, კომპანიასთან (ვისაც ეკუთვნის ნაგავშემკრები) და მოსახლეობასთან შეხვედრა იგეგმება, სადაც ისინი განიხილავენ თუ რა იგეგმება და რის გაკეთებას აპირებენ. მისივე თქმით, შეხვედრას დაესწრება მერის წარმომადგენელიც. 

ახალქალაქის მერიაში გვეუბნებიან, რომ იგეგმება ალტერნატიული ფართის მოძიება, სადაც განთავსდება ნაგვის გადამამუშავებელი ობიექტი. 

დავუკავშირდით “მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას” – რომელიც სწორედ ამ ნაგავშემკრებს ემსახურება – კომპანიიდან ინფორმაცია საჯარო წესით გამოვითხოვეთ.

კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულია პოსტი, სადაც წერია, რომ 2030 წლისთვის, რეგიონებში იგეგმება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგავშემკრების მოწყობა – რუკაზე მითითებულია სამცხე-ჯავახეთიც – კონკრეტულად რომელი ნაგავშემკრებების მოწყობა იგეგმება უწყებიდან ინფორმაციის მიღებას ველოდებით. 

თემაზე მუშაობს განვაგრძობთ.

ფოტო: Jnews