Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

Türkiye’de güvenilir bahis deneyimi bahsegel giriş arayan kullanıcılar markasını tercih ediyor.

Mobil cihazlardan erişim kolaylığı sunan pinco kullanıcı dostudur.

რა პრინციპით ადგენს წალკის მერია მუნიციპალური ქონების იჯარის ფასს

May 5, 2026

რატომ გააქირავა წალკის მერიამ 137 მუნიციპალური უძრავი ქონება აუქციონის გარეშე, 2022-24 წლებში? – წალკის მერიიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად, აუქციონის გარეშე, მაგრამ საკრებულოს დასტურით, საძოვრებს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ მემთეურებზე აქირავებენ.

უწყების ინფორმაციით, საიჯარო ქირის ოდენობა ყოველწლიურად განისაზღვრება აუდიტის მიერ ჩატარებული საძოვრის შეფასების დასკვნის საფუძველზე, რაც მათი თქმით, უზრუნველყოფს ქონების ღირებულების შესაბამის შეფასებას.

საუბარია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტმა აუქციონის გარეშე გაქირავებული უძრავი ქონებით ნახევარ მილიონზე მეტი ლარი მიიღო. 

წალკის მერიამ 137 უძრავი ქონება პირდაპირი წესით, აუქციონის გარეშე გააქირავა – აუდიტი (2022-24)

წალკის მუნიციპალიტეტის მერია განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საზაფხულო საძოვრები ყოველწლიურად პირდაპირი იჯარის წესით გაიცემა, რაც ძირითადად მაისი–ნოემბრის პერიოდს მოიცავს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 2022–2024 წლებში წალკის მუნიციპალიტეტმა 137 მუნიციპალური უძრავი ქონება პირდაპირი განკარგვის წესით, აუქციონის გარეშე გააქირავა და ამ გზით 570 000 ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო.

აუდიტი მიუთითებს, რომ მსგავსი პრაქტიკა რიგ მუნიციპალიტეტებში კონკურენციის შეზღუდვისა და დამატებითი შემოსავლის დაკარგვის რისკებს ქმნის, რადგან ქონება ხშირად არ გადის საჯარო ან ელექტრონულ აუქციონზე.