სოფელ დარაკოვის მოსახლეობა საბავშვო ბაღს ითხოვს #წალკა

May 18, 2026

წალკაში, სოფელ დარაკოვში, საბავშვო ბაღი არაა. აქ მცხოვრები პატარები, ყოველდღიურად მეზობელ სოფელ არწივანში მდებარე საბავშვო ბაღში დადიან. 

,,ხან ერთ მეზობელს მიჰყავს, ხან მეორეს, ტრანსპორტი არ დადის და რთულია, “- გვეუბნებიან დარაკოვის  მცხოვრებლები.

დარაკოვში ძირითადად ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ, ბოლო აღწერის მიხედვით აქ 588 მცხოვრებია.

სწორედ სკოლამდელი აღზრდის ასაკის ბავშვთა სიმცირეს ასახელებენ ბაგა ბაღების გაერთიანებაში იმის მიზეზად, რომ სოფელში ბაღი არაა.

წალკის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორი მელსიდა მეზიროვა გვეუბნება, რომ დარაკოვიდან არწივანის საბავშვო ბაღში, სადაც ბილინგვური სწავლებაა, სულ 4 აღსაზრდელი დადის.  სოფლებს შორის  დაშორება კი 3 კილომეტრია, 10-15 წუთის სავალია.   მელსიდა მეზიროვა ამბობს, რომ ასეთ მცირე კონტინგენტზე  ბაღი ვერ გაიხსნება, სულ მცირე 25 ბავშვი უნდა იყოს  ჯგუფში, იმისათვის რომ ბაღი გაიხსნას. 

“რაც შეეხება წალკის  მუნიციპალიტეტის  სოფლებში ბაღების გახნას, ეს პრიორიტეტული საკითხია,“- მელსიდა მეზიროვა.

სახალხო დამცველის 2025 წლის აგნარიშს მიხედვით, წალკაში, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში ბავშვებს კვლავ არ ჰქონდათ წვდომა სკოლამდელი განათლების აღზრდის დაწესებულებებზე, 2025 წლისათვის.

ამავე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ამ ეტაპზე, წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ ფუნქციონირებს საბავშო ბაღი, სადაც მხოლოდ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ისწავლიან. 

ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, დაბა წალკაში და მის სოფლებში ჯამში 8 ბაღი ფუნქციონირებს, რომელიც 22 სოფელს ემსახურება.