დაბა აბასთუმანში აღობილის დასახლებაში N1 საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს რეაბილიტაცია იგეგმება, რომლისთვისაც 43 854 ლარია გათვალისწინებული, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება ბეტონის ფენის დემონტაჟი სადარბაზოში, დაზიანებული კარ-ფანჯრების დემონტაჟი,შიდა კედლების და ჭერის დამუშავება,შიდა კედლების შეღებვა და ა.შ.
წინადადებების მიღება მთავრდება 5-8 სექტემბერს იწარმოებს. სამუშაოების შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეა.