2026 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში: წალკაში, ვანში დმანისსა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში შუალედური არჩევნები გაიმართება.
შუალედური არჩევნების ჩატარება, ოთხივე მუნიციპალიტეტში საკრებულოს წევრებისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტამ გამოიწვია.
წალკასა და დმანისში შუალედური არჩევნების ჩატარება განაპირობა საკრებულოს წევრების გარდაცვალებამ.
წალკაში ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში N 25 ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 21 სექტემბრის მონაცემებით 1011 შეადგენს.

სად ჩატარდება არჩევნები:
სოფელი იმერის საჯარო სკოლა;
სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლა;
სოფელი ლივადის რიტუალების სახლი
სოფელ ბარეთის რიტუალების სახლი
მათგან კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით საბეჭისში, იმერასა და ბარეთში ჩატარდება.
ვინ მონაწილეობს არჩევნებში?
საკრებულოების 2026 წლის 3 ოქტომბრის არჩევნებში ორი პარტია მონაწილეობს
,,ქართული ოცნებიდან” ნანული ხინიკაძე და ,,ძლიერი საქართველო – ლელო “ – დან ზაზა შანთაძე.
კანდიდატების საარჩევნო ნომრად განისაზღვრა:
ქართული ოცნება 41: ძლიერი საქართველო ლელო-9

შეუალედური არჩევნებისთვის ჯამში 7 საარჩევნო უბანი გაიხსნება. 4 უბანზე გამოყენებული იქნება ამომრჩეველთა ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატები.
უკვე დაბეჭდილია საარჩევნო ბიულეტინები.
სამი ოქტომბრის საკრებულოების შუალედური არჩევნების ჩასატარებლად ერთი მილიონ 117 000 ათასი ლარი დაიხარჯება.