ვაგრძელებთ ახალციხელი ახალგაზრდა შემსრულებლების გაცნობას, რომლებსაც პროექტ „ურბანული ხმების“ ფარგლებში ჩვენს აუდიტორიას ეტაპობრივად წარვუდგენთ.
ნია შავაძე 18 წლის, ანსამბლ „მესხ-ფოლკისა“ და გიტარის სტუდია „String Wave“-ის წევრი. ვოკალის ტექნიკას „Non Art Music“-ში სწავლობდა, ამჟამად კი სალოტბარო სკოლაში სწავლობს და სხვადასხვა ხმას ასრულებს.
„მუსიკასთან ჩემი მეგობრობა ჯერ კიდევ საბავშვო ბაღიდან იწყება. პირველი სიმღერა სწორედ ბაღში ვიმღერე ცოცხალი აკომპანემენტით რევაზ ლაღიძის „თბილისო“. ვარ ანსამბლ „მესხ-ფოლკისა“ და გიტარის სტუდია „String Wave“-ის წევრი. ვოკალის ტექნიკა „Non Art Music“-ში შევისწავლე. ვსწავლობ სალოტბარო სკოლაში და ვმღერი ყველა ხმას.“
ნია მუსიკალურ განვითარებას აგრძელებს და მისი მთავარი სურვილია, ცნობილ ნორვეგიელ მომღერალ AURORA-სთან ერთად დუეტი ჩაწეროს.
13 ნოემბერი – Asea Sool
ლაივ კონცერტი და მუსიკალური მასტერკლასი
14 ნოემბერი – String Wave
ლაივ შესრულება
მისი და სხვა ახალგაზრდა შემსრულებლების შესახებ „ურბანული ხმების“ ფარგლებში ეტაპობრივად მოგიყვებით. ![]()