ფოტო: AI
ახალციხეში საახალწლოდ საციგურაო მოედნის მოწყობა იგეგმება, რომელიც 19 დეკემბრიდან 13 იანვრამდე იფუნქციონირებს, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, 26 000 ლარად იგეგმება მოედნის მოწყობა, ინვენტარით და ციგურებით აღჭურვა.
როგორც ახალციხის მერიაში გვეუბნებიან, მოედნით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება და ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება.