წალკის 22 სოფელი გაზიფიცირების მოლოდინშია

November 24, 2026

წალკის მუნიციპალიტეტის 22 სოფელს ზამთრის გატარება წელსაც ბუნებრივი აირის გარეშე მოუწევს და , ზამთრის ყინვაში კვლავ შეშის ღუმლების საშუალებით მოუწევთ გათბობა. წალკელები გვეუბნებიან, რომ ერთი მანქანა შეშის ფასი წელს 1600 -2000 ლარამდე მერყეობს. ერთი მანქანა შეშა კი მკაცრი კლიმატიდან გამომდინარე  უმეტეს შემთხვრვაში  საკმარისი არ არის. 


მარინა  ვაშალომიძე, სოფელი არწივანი: აუცილებელია ბუნებრივი აირი,  შეშა 1800 ლარი ღირს, ზამთარში კიდევ უფრო გაძვირდება. ყველას ხომ არ აქვს შეშის ყიდვის საშუალება. პენსია 400 ლარია და რამდენიმე თვის პენსია უნდა დააგრივო შეშა რომ იყიდო? ნამდვილად არ გვაქვს საშუალება, გაზი რომ იყოს გათბობას გავაკეთებდი და ამდენი აღარ გვექნება გადასახადი.

 მაღალმთიანი რეგიონია წალკა, მკაცირი ზამთარია აქ. გაზი აუცილებელია. ორი წელია გვპირდებიან იქნება გაზიო და ვეღარ მოაღწია.

ნანა კარაკეზოვა სოფელ არწივანში ცხოვრობს. 7 სულიან ოჯახში გვეუბნებიან, რომ შეშა ჯერ არ შეუძენიათ. მიზეზი უსახსრობაა.

ნანა კარაკეზოვა: იმდენი საშაულება არაა რომ შეშა ვიყიდო, ველოდები რომ მოვაგროვო თანხა და ვიყიდო. არანაირი დახმარება არა გვაქვს,  სულ მცირე 1700 ლარი ღირს ერთი მანქანა. მთელი ზამთარი კი არა გვყოფნის ერთი მანქანა შეშა.  ახლა უკვე ცივა. თუ ღუმელს არ აანთებ სახლში გაჩერება არ შეიძლება. შუადღით საქმეს გააკეთებ და გაიატან სიცივეს. 

ნატალიას 7 შვილი ჰყავს,ყველაზე პატარა 10 თვისაა, გვიყვება რომ ზამთარში ორი მანქანა შეშა სჭირდება, ერთი უკვე იყიდა, თუმცა ცოტა აქვს დარჩენილი.  ბუნებრივი აირთ გათბობა უფრო იაფი დაუჯდება. 

ნატალია: 2000-1700 ლარია შეშა. ორი მანქანა გვჭირდება. ორ ოთახში ვცხოვრობთ, სახლში არავინ მუშაობს, სოციალური გვაქვს. შეშის საყიდლად საქონლის გაყიდვა მოგვიწია. კარგი იქნება გაზი თუ გვექნება.

როდის იქნება ბუნებრივი აირი , არ იცის სოფელ გუმბათის მაცხოვრებელმა მარადიმ,  გვიყვება რომ მის ოჯახს ზამთარში შეშისთვის    3.400 ლარი სჭირდება.   ამას ემატება დენის გადასახადი რომელიც ყოვლე თვე დაახლოებით 200 ლარს შეადგენს. ოჯახს კი სტაბილური შემოსავალი  არ აქვს. 

ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი სოფლის მოსახლეობა გვიყვება რომ შეშის საყიდელ თანხას თვეების მანძილზე აგროვებენ. ყიდიან რძეს, საქონელს კარტოფილს, იმისთვის რომ ზამთარში სახლში სითბო ჰქონდეთ. 

მარადი, სოფელ გუმბათის მკვიდრი:,, ორი მანქანა არ გვყოფნის , პატარები გვყავს. ამას ემატება დენის გადასახადი. პურს ვაცხობთ შინ. ზამფხულში რა რძესაც ვწველით, ვაგროვებთ, გავუიდეთ კარტოფილი და მოზარდი შეშა რომ ვიყიდოთ.ზოგი ვერ ყიდულობს შეშას, არ აქვს საშუალება. ბუნებრივი აირი რომ იყოს გადასახადები შემცირდება და გაგვიადვილდება ცხოვრება. “

რამდენ სოფელს მიეწოდება გაზი და როდის იგეგმება დარჩენილი სოფლების გაზიფიცირება, მუნიციპალიტეტიდან წერილობით მოგვწერეს: 

,, წალკის მუნიციპალიტეტის მონაცემებით ბუნებრივი აირი სრულად მიეწოდება და ინფრასტრუქტურა მოწყობილია:  სულ: ქ. წალკას და 22 სოფელს. იგეგმება დაჩენილ 22 სოფელში გაზიფიცირება“

კითვაზე; რა გეგმები და ვადები არსებობს წალკის რაიონის დარჩენილი სოფლების გაზიფიცირებასთან დაკავშირებით, რომელი სოფლების პროექტირება ან მშენებლობაა დაგეგმილი უახლოეს პერიოდში პასუხი ამ კითხვაზე არ გვაქვს.

სოკარ ჯორჯი გაზი- დან მიღებული ინფორმაციის მიხედით წალკის მუნიციპალიტეტში სულ ფიქსირდება 25 სეტემბრის მონაცემებით 4136 აბონენტი. 

კითხვაზე უახლოეს პერიოდში წალკის რამდენ  და რომელ სოფლებში იგეგმება გაზიფიცირების ინფრასტრუქტურის დასრულება ან ახალი აბონენტების ქსელზე მიერთება პასუხებს ველით. 

ქვეყნის რამდენი დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება განხორციელდა ამ დრომდე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და რა ღირებულების სამუშაოებია განსახორციელებლი  სრულად ქვეყნის გაზიფიცირებისთვის ამ კითხვებით ჩვენმა რედაქციამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წერილობით მიმართა. პასუხის მიღებისთანავე ინფორმაცია განახლდება. 

Tags: ,