ჰესების მშენებლობა ვალეში – კითხვები და უცნობი დეტალები

November 24, 2026

ქალაქ ვალეში, მდინარე ფოცხოვზე ორი ჰესის მშენებლობა მიმდინარეობს, თუმცა ადგილობრივების ნაწილი პროექტის შესახებ ინფორმირებული არ არის და არ იცის, ვინ აშენებს ჰესებს და რა სიმძლავრის იქნება ისინი – ნახეთ ვიდეო.

ტექსტი:

ქალაქ ვალეში, მდინარე ფოცხოვზე, ორი ჰესის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში ადგილზე მდინარის სანაპიროს მიწისგან და ნარჩენებისგან წმენდენ, თუმცა მიუხედავად ამისა მიმდებარედ მცხოვრებლები ამბობენ რომ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია თითქმის არ აქვთ. ამბობენ, რომ ამ ეტაპზე უცნობია, რა სიმძლავრის იქნება ჰესები, რა მოცულობის ელექტროენერგიის გამომუშავებაზეა გათვლილი ან ვინ აშენებს მათ. ის რომ ტერიტორიაზე სამუშაოები სწორედ ჰესების მშენებლობის გამო მიმდინარეობს, გვიდასტურებს ვალეში მერის წარმომადგენელიც.

ადგილზე მისვლისას კომპანიის წარმომადგენელი არ დაგვხვდა. ტერიტორიაზე რამდენიმე პირი მძიმე ტექნიკის გამოყენებით სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა.

ინფორმაცია ჰესის მშენებლობის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა. მოსახლეობა წუხს, რომ ჰესებმა შესაძლოა მდინარის წყლის შემცირება გამოიწვიოს. მდინარეს ადგილობრივები სავარგულების სარწყავად იყენებს.

პროექტის დეტალებთან დაკავშირებით ახალციხის მერიას მივმართეთ, თუმცა უწყებაში ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს და საჯარო ინფორმაციის წერილობით გამოთხოვა გვირჩიეს.

ვინ აშენებს ვალეში ჰესს მდინარე ფოცხოვზე? რატომ არ არიან ადგილობრივები ინფორმირებული? რა დატვირთვით მუშაობაზეა ის გათვლილი ? ჩვენი რედაქცია ამ კითხვებზე პასუხების ძიებას განაგრძობს.