სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში 12:00 საათის მონაცემებით სულ 36 ადამიანი იმყოფება:
ახალციხეში – 18, ბორჯომში 8, ასპინძაში – 4, ადიგენში- 2 და ნინოწმინდაში 4 – პირი გადის თვითიზოლაციის 2 კვირიან პროცესს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, სამცხე-ჯავახეთის განყოფილების უფროსი, ნინო ზედგინიძე განმარტავს, რომ თვითიზოლაციის წესების დარღვევის ფაქტები არ დაფიქსირებულა.
„ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თვითიზოლაციის დარღვევის ფაქტებიც არ დაფიქსირებულა. სტატისტიკური მონაცემები შესაძლოა ნებისმიერ წუთს შეიცვალოს,“ – ჩვენთან საუბრისას განაცხადა ნინო ზედგინიძემ.
საქართველოში კორონა ვირუსით დაინფიცირებული 1 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო მეორე პირის გამოჯანმრთელებამდე განმეორებითი ანალიზია დარჩენილი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონა ვირუსის 33 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჯიმში – 637 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 54 პირი იმყოფება.