®️ ქართული ანიმაციის ახალი სიცოცხლე: თქვენს წინაშეა საქართველოს ხელოვნების სასახლის ექსკლუზიური სტიკერების ნაკრები. საქართველოს ხელოვნების სასახლე, Rakuten Viber-თან თანამშრომლობით, ყველასთვის საყვარელი ქართული მულტფილმის პერსონაჟების სტიკერების ნაკრებს უშვებს. თბილისი, 2024 წლის ივლისი: ყველა ადამიანი ბავშვობიდან მოდის. ის ემოციები და შთაბეჭდილებები, რომლებსაც ადრეულ ასაკში ვიღებთ, სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვება თითოეულ ჩვენგანს. ბავშვობის საყვარელი პერსონაჟები ხომ დიდობაშიც ჩვენი ცხოვრების მთავარი მეგზურები არიან. განსაკუთრებული ემოციების გასაცოცხლებლად და უნიკალური ქართული ანიმაციის უკვდავსაყოფად, საქართველოს ხელოვნების სასახლემ, Rakuten Viber-თან თანამშრომლობით, უნიკალური სტიკერების ნაკრები - „უკვდავი ქართული ანიმაცია“ წარადგინა, რომელიც ქართული საკულტო ანიმაციის ყველასთვის საყვარელ პერსონაჟებს ეძღვნება. სტიკერების ნაკრებში გაერთიანებულია კლასიკად ქცეული ქართული ანიმაციის ისეთი სიმბოლოები, როგორებიცაა „წუნა და წრუწუნა“, „ჩხიკვთა ქორწილი“, „მე წვიმად მოვალ“, „გულუბრყვილო ბატის ტასიკოს თავგადასავალი“ და „ნარცისი“. აქვე შეხვდებით რევაზ გაბრიაძის შექმნილ ესკიზს გახმაურებული ქართული ფილმისთვის „შერეკილები“.…
Read More