შიმშილობის 16-ე დღე – ,,ბათუმელების” და ,,ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს. იგი 16 დღეა მხოლოდ წყალს იღებს. მისი უფლებადამცველის თქმით, მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა. მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს გაავრცელა, სწორედ ეს ორგანიზაცია იცავს პატიმარი ჟურნალისტი ქალის უფლებებს.
როგორია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა? – ამ კითხვებზე პასუხის მიღებას ჟურნალისტები და აქტივისტები ითხოვენ, თუმცა როგორც აღმოჩნდა არც ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე აღმოჩნდა კომპეტენტური პასუხისათვის.
რამდენიმე საათის წინ, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გაავრცელა, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა. ერთის მხრივ უწყებამ თქვა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია და მეორე
მხრივ განაცხადეს, რომ ჟურნალისტს უწყვეტად მიეწოდება ყველა კანონით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება.
მზია ამაღლობელის დაკავების დღიდან, მისი გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები უწყვეტად მიმდინარეობს. მათ შორის ახალციხეშიც.
რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორი, ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ მზია ამაღლობელი ჩვენი დროის სინდისის პატიმარია. დაკავებული ჟურნალისტის გათავისუფლებას 300-ზე მეტი ჟურნალისტი, არაერთი საერთაშორისო უფლებადამცველ და პრესის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია ითხოვს.
12 იანვრის შემდეგ შიმშილობს ჩვენი კოლეგა, ,,ბათუმელებისა” და ,,ნეტგაზეთის” ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი. ის ჩვენი დროის სინდისის პატიმარია.
300-ზე მეტი ჟურნალისტი, არაერთ საერთაშორისო უფლებადამცველ და პრესის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციასთან ერთად, მის გათავისუფლებას ითხოვს.
2023-2024 წლებში თავად მედიაზე მოძალადე ათეულობით ძალოვნიდან არავინ დასჯილა. თავისუფლება მზია ამაღლობელს!
#თავისუფლებამზიას