როდის დაიწყება ადიგენის სოფელ არალთან მეწყრით დაზიანებული გზის რეაბილიტაცია

July 3, 2026

როდის დაიწყება ადიგენის სოფელ არალთან არსებული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, რომელიც გასულ წელს ჩამოწოლილმა მეწყერმა დააზიანა.

ამ ტერიტორიაზე მეწყრის შედეგად ფერდობი ჩამოიშალა, რამაც სამანქანო გზის ნაწილიც მოიყოლა.

ადგილობრივებისთვის ეს ახალი პრობლემა არ არის – მეწყერი აღნიშნულ გზაზე გასულ წელსაც  ჩამოწვა, მაშინ ადიგენის მერმა, გოჩა ქიმაძემ გვითხრა, რომ დაგეგმილი იყო გამაგრებითი სამუშაოები. თუმცა, ვიდრე შესაბამისი სამუშაოები დაიწყებოდა, სტიქია განმეორდა და ამჯერად უფრო დიდი მონაკვეთი დააზიანა.

ჩვენ ადიგენის მერს ვკითხეთ, იგეგმება თუ არა და როდის საერთაშორისო მნიშნელობის გზის რეაბილიტაცია – მისი თქმით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, გზის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა და სამუშაოები უახლოვეს კვირაშ დაიწყება.

დეტალებისთვის ჩვენ დეპარტამენტთან დაკავშირებას ვცდილობთ, თუმცა ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

ამავე თემაზე : მეწყერი ჩამოწვა და ცენტრალური საავტომობილო გზის ნაწილი დაზიანდა არალთან