ახალციხეში, მაღაზია “ორ ნაბიჯში” ავტომანქანა შევარდა

May 7, 2021

ახალციხეში, მაღაზია “ორ ნაბიჯში” ავტომანქანა შევარდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.

როგორც ადგილობრივები ამბობენ მძღოლს მანქანის პარკინგზე დაყენება უნდოდა, რის შემდეგაც იგი მაღაზიაში შევარდა.

“ქუჩის საპირისპირო მხარეს ვიდექი და რომ მივბრუნდი მანქანა უკვე მოძრაობდა და სანამ გავიფიქრე რას აკეთებს – თქო უკვე მაღაზიაში შევარდა,” – გვეუბნება ერთ-ერთი ადგილობრივი.

შსს-ს განმარტებით მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა.