“ახალციხელების თანადგომა ვაჟა ექიმს“ – მდუმარე აქცია ახალციხეში

December 27, 2019

”ახალციხელების თანადგომა ვაჟა ექიმს” ; ”თავისუფლება ვაჟა ექიმს” ; ”ექიმები საზღვრების გარეშე” – ახალციხეში ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი მდუმარე აქცია გაიმართა.

ახალციხის ცენტრში შეკრებილები ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

აქცია ახალციხეში არსებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ორგანიზებით გაიმართა, რომელთაც ადგილობრივი მოსახლეობაც შეუერთდა.

ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს არაღიარებული ცხინვალის მთავრობამ დააკავა, ხოლო დე-ფაქტო სასამართლომ მას ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით 20 დეკემბერს თავისუფლება 1 წლითა და 9 თვით აღუკვეთა.

Leave a Reply