ახალციხის 2020 წლის ბიუჯეტში პირველი ცვლილება

February 5, 2020

“რამდენი მოსულხართ ჩემთან ზურგს უკან და რატომ იმატებს ხელფასები მერიაში და საკრებულოში არა?” – ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების განსხვავებული ხელფასები გააპროტესტეს.

უმრავლესობის წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ, კი – ახალციხის საკრებულოს წევრები პირფერობაში დაადანაშაულა და მუნიციპალიტეტის მერს, ზაზა მიელიქიძეს მის წინააღმდეგ აღძრული საქმე შეახსენა. საკრებულოს წევრების ნაწილი, თავის მხრივ გოგოლაძის განცხადებას შეეწინააღმდეგნენ და იგი შეურაცხყოფის მიყენებაში დაადანაშაულეს.

მიუხედავად პროტესტისა საკრებულოს სხდომაზე განხილული საკითხებიდან ყველა დაკმაყოფილდა. სხდომაზე მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანეს. მათ შორის გარე განათების ახალი წერტილების მოწყობა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 00 000 ლარის გამოყოფა იგეგმება. ახალი გზების მშენებლობის მუხლში კი 170 000 ლარია გათვალისწინებული. საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის და ტრანსპორტის უზრუნველყოფისთვის 1 067 127 ლარის გამოყოფა იგეგმება.

სხდომას , რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე უძღვებოდა, საკრებულოს 25 წევრი ესწრებოდა.

Leave a Reply