იცის თუ არა მოსახლეობამ როგორ გადანაწილდა მიმდინარე წლის ბიუჯეტი? – გამოკითხვა

February 4, 2020

იცის თუ არა მოსახლეობამ როგორ გადანაწილდა მიმდინარე წლის ბიუჯეტი? ეს კითხვა TOK TV -მ ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას დაუსვა. როგორც აღმოჩნდა გამოკითხულთა ნაწილი თვლის, რომ ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა არ არის მათი საქმე ან ინტერესი არ გამოუჩენით.

შეგახსენებთ, რომ ახალციხე ერთ-ერთია იმ 10 მუნიციპალიტეტიდან, რომელიც მონაწილეობითი ბიუჯეტირების საპილოტე პროგრამაშია ჩართული. მონაწილეობითი ბიუჯეტირება წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის დაგეგმვაში მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას გულისხმობს.

Leave a Reply