Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

“სომხეთს “ზემო ლარსის” გამშვებ პუნქტზე პრობლემები ექმნება და საქართველოს მთავრობას ალტერნატივას სთხოვს” – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო რუსეთთან საბორნე მიმოსვლაზე

August 13, 2022

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ, თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას, ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად, ასევე განხილული ყოფილიყო საზღვაო ტრანსპორტიც,- ამის შესახებ ინფორმაციას საზღვაო ტრასპორტის სააგენტო ავრცელებს.

ამავე წყაროს განცხადებით, სომხეთის რესპუბლიკა, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნია, ტრადიციულად სარგებლობს საქართველოს ნავსადგურებით და აწარმოებს საერთაშორისო ვაჭრობას. საქართველო საერთაშორისო კონვენციის – „იმ სახელმწიფოთა სატრანზიტო ვაჭრობის შესახებ, რომელთაც არა აქვთ გასასვლელი ზღვაზე” წევრია.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიზეზად ის პრობლემები სახელდება, რომელიც სომხეთს სომხეთ-რუსეთის „ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტზე ექმნება. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, გადატვირთულობის გამო, ტრანზიტული ტვირთების დამუშავება ხშირად რამდენიმე კვირა გვიანდება.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რამდენიმე დღეში, შესაძლოა, რუსეთ-საქართველოს შორის შავი ზღვით ტვირთების საბორნე გადაზიდვა დაიწყოს, მედიამ გუშინ გაავრცელა.

„ახლა საბოლოო სამუშაოებს ვატარებთ, გრაფიკი უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება“, – განაცხადა სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა.