3 000-მდე ლარი ძაღლების სტერილიზაციისთვის – ახალციხე

August 3, 2023
310
Views

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია/კასტრაციისთვის 3 000-მდე ლარის დახარჯვას გეგმავს, როგორც უწყებიდან მიღებულ საჯარო ინფორმაციაში ვკითხულობთ, მერიის ააიპმა, “ახალციხის სერვის ჯგუფმა”„მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოსთან” გამარტივებული შესყიდვა, 2 906 ლარზე, 30 იანვარს გააფორმა.

ხელშეკრულების მიხედვით გათვალისწინებულია მიუსაფარი ცხოველების გადაყვანა ზემოთაღნიშნულ დაწესებულებაში, მათი კასტრაცია, სტერილიზაცია, ვაქცინაცია და მარკირებისთვის. საჯარო ინფორმაციის თანახმად, თითოეულ ძაღლზე 100 ლარია გათვალისწინებული.

ამასთან, ახალციხის მერის ირაკლი ლაზარაშვილის თქმით, ცხოველებისთვის სტერილიზაცია/კასტრაციის პუნქტის გახსნას გეგმავენ ახალციხეშიც, თუმცა კონკრეტულად როდის და რა თანხა გამოიყოფა ამისთვის ამ ეტაპზე უცნობია – მერმა აღნიშნული განცხადება მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე გააკეთა.

ახალციხის მერიიდან მიღებულ საჯარო ინფორმაციაში ვკითხულობთ: “ახალციხის მუნიციპალიტეტში უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი/კატა) თაობაზე ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა, თუმცა მიახლოებითი შეფასების მიხედვით მუნიციპალიტეტში ბინადრობს 160-მდე ძაღლი.”

ფოტო: “101 დალმატინელი”

Comments are closed.