კვალიფიციური კადრების ნაკლებობა თუ დაბალი ანაზღაურება – რა აფერხებს დასაქმებას და ბიზნესის განვითარებას სამცხე-ჯავახეთში

August 2, 2023

კვალიფიციური კადრების ნაკლებობა თუ დაბალი ანაზღაურება, – რა აფერხებს დასაქმებას და ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას სამცხე-ჯავახეთში ? – საკითხის განსახილველად ადგილობრივი ბიზნესის მოტივირებისთვის, წარმატებისა და რეგიონებში მეტი დასაქმებულისთვის ჟურნალისტიკის რესურსცენტრი USAID-ის მხარდაჭერით სექტორულ შეხვედრებს მართავს.

ამ ფორმატში შეხვედრა შედგა ახალციხეშიც, რომელსაც ადგილობრივი ბიზნესის და მთავრობის, საგანმანათლებლო დაწესებულებების, არასამთავრობო და მედია სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრაზე მყოფებმა აღნიშნეს, ერთის მხრივ ნაკლებობაა კვალიფიციური კადრების, რისთვისაც საჭიროა მოქნილი და ხელმისაწვდომი პროფესიული სასწავლო მოდულების შეთავაზება, თუმცა მეორეს მხრივ პრობლემურია შრომის ბაზარის მიერ შეთავაზებული პირობები, მათ შორის ანაზღაურებაც, რის გამოც მზარდია რეგიონიდან შიდა და გარე მიგრაციის მაჩვენებელი.

ქსელური შეხვედრების მიზანია დამსაქმებლების, ბიზნეს ასოციაციების, ინდუსტრიული ჯგუფებისა წახალისება პროფესიული უნარების განვითარების პროცესში ჩართულობისთვის, საგანმანათლებლო სერვისის მომწოდებლებთან კონტაქტების გამყარება და თანამშრომლობაზე დამყარებული რეგიონული განვითარება.