400 000-ზე მეტი ლარი სამეურნეო ბაზრის მოწყობისთვის – წალკა

April 16, 2026

400 000-ზე მეტის დახარჯვა იგეგმება ქალაქ წალკაში, სამეურნეო ბაზრის მოწყობისთვის, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული. 

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით ახალი ბაზრისთვის შენობის აშენება იმ ტერიტორიაზე იგეგმება, სადაც ახლაა ბაზარი მოწყობილი. ადგილობრივების თქმით, წლებია სამეურნეო ბაზარი მოუწესრიგებელია.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 2026 წლის 30 ნოემბრამდე უნდა დაასრულოს.