Facebook-მა რუსული წარმომავლობის ყალბი ანგარიშები წაშალა

September 25, 2020

Facebook-მა რუსეთთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშები წაშალა, რომელთა სამიზნეს სხვადასხვა ქვეყანა, მათ შორის, საქართველო წარმოადგენდა.

Facebook-ის განცხადებით, მიუხედავად იმისა, ყალბი ანგარიშების შემქმნელებმა, საკუთარი იდენტობის დამალვა სცადეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ისინი რუსეთის სამხედრო და სადაზვერვო სამსახურთან არის დაკავშირებული.

წაშლილი ანგარიშებიდან უმრავლესობა ინფორმაციას სხვადასხვა ენაზე ინგლისურად, რუსულად, უკრაინულად და არაბულად აქვეყნებდნენ. თემები კი რაზეც ძირითადად ინფორმაციას ავრცელებდნენ სირიის სამოქალაქო ომი, თურქეთის შიდა პოლიტიკა, ნატო, ომი უკრაინაში და პოლიტიკური საკითხები ბალტიისპირეთში, საქართველოში, სომხეთში,  უკრაინაში, რუსეთში, ბელარუსსა და აშშ-ში.

მათი ატივობები ძირითადად სირიასა და უკრაინაზე, შედარებით ნაკლებად კი თურქეთზე, იაპონიაზე, სომხეთზე, საქართველოზე, ბელარუსსა და მოლდოვაზე, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ზე იყო მიმართული.

წაშლილ ანგარიშებს შორის 214 მომხმარებელი, 35 გვერდი, 18 ჯგუფი და 34 ინსტაგრამ ანგარიშია. კომპანიის განცხადებით, ისინი უცხო ქვეყნის ან სახელმწიფო ჩარევის წინააღმდეგ კოორდინირებული, არაავთენტური ქცევის გამო წაშალეს.

Leave a Reply