ადიგენის სოფელ ბოლაჯურში საუბნო გზების მოხრეშვა იგეგმება

October 20, 2023

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურში საუბნო გზების მოხრეშვა იგეგმება, რომლისთვისაც ადიგენის მერია 65 000-ზე მეტი ლარის დახარჯვას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გევრდზეა გამოქვეყნებული

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით იგეგმება ჯამში 411 მეტრი სიგრძის გზის მოხრეშვა.

წინადადებების მიღება 27-30 ოქტომბერს იწარმოებს. სამუშაოების შესრულების ვადა, ხელშეკრულების გაფორმებიდან თვენახევარია.