ადიგენის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს COVID-19 დაუდასტურდა – ჯანდაცვის სამინისტრო

November 2, 2020

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ადიგენის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს, რუიზან ქიმაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ჩვენ ჯანდაცვის სამინისტრომ დაგვიდასტურა, თუმცა როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და არის თუ არა გადაყვანილი შესაბამის კლინიკაში უწყებაში არ იციან.

სამინისტროში არ ფლობენ ინფორმაციას თუ ვინ შეცვლის ადიგენის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს.

აღნიშნული ინფორმაცია TOK TV ს წყარომ გუშინ გვიან მიაწოდა. ინფორმაციის გადამოწმება ჩვენ სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის აპარატის უფროსთან, გიორგი მიქელაძესთან ვცადეთ. ის გუშინვე შეგვპირდა ინფორმაციის გადამოწმებას, თუმცა მას შემდეგ ჩვენს ზარებს აღარ პასუხობს.