“ადიგენობა 2023”-ზე ანრი ჯოხაძე და ნინი ბადურაშვილი 20 000-მდე ლარად იმღერებენ

September 21, 2023

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია, “ადიგენობა 2023”-ს აღნიშვნისთვის 70 000-მდე ლარს დახარჯავს, – ამის ესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა შპს გეოპროფმა მიიღო და მერიას ღონისძიების ორგანიზებისთვის 50 ათასზე მეტი ლარი შესთავაზა, – ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, კომპანიას ევალება სივრცის გაფორმება ქოლგებით და ფერადი ალმებით. ასევე, საგამოფენო სივრცისთვის ტენტების მობილიზება. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ფოტო სტენდისთვის შემოდგომის კუთხის მოწყობა ( ხილით, გოგრით, თივის პრესებით, ურმის ბორბლებით და ა.შ გაფორმებული)

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ზემოთაღნიშნულ თანხაში გათვალისწინებულია საპატიო ადიგნელებისთვის სიგელების და სასაჩუქრე ყუთების შესყიდვა, წამყვანის, ანიმატორების და 120 პერსონაზე საზეიმო ვახშმის უზრუკველყოფა.

რაც შეეხება მომღერლებს, ადიგენობაზე ანრი ჯოხაძე და ნინი ბადურაშვილი იმღერებს რომლებსაც ადიგენის მერიამ, ანრი ჯოხაძეს 12 500 ლარი, ხოლო ნინი ბადურაშვილს 6 250 ლარი გადაუხადა.

ღონისძიება ადიგენის ცენტრში, 30 სექტემბერს გაიმართება.