ადიგენში 29 აპრილს დაგეგმილი კონცერტიგადაიდო

April 23, 2024

ადიგენის მუნიციპალიტეტში  29  აპრილს, ცეკვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი კონცერტი 30 აპრილს გადაიდო.

ღონისძიება მუნიციპალიტეტის მერიის გვერდზე 16 აპრილს დაანონსდა, თუმცა მას შემდეგ რაც “ქართულმა ოცნებამ” თბილისში კონტრაქცია  დააანონსა, დღეს მერიის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით კონცერტის თარიღმა ერთი დღით გადაინაცვლა.

რამდენად კავშირშია დაგეგმილი ღონისძიების გადადება თბილისში   დაგეგმილ კონტრაქციასთან, კითხვით ჩვენ ადიგენის მერს გოჩა ქიმაძეს დავუკავშირდით, თუმცა მან გვითხრა რომ კითხვას ვერ უპასუხებდა ვინაიდან შეხვედრაზე იმყოფებოდა.