ავტოსახელოსნოში დაშავებული პირების საქმეზე გამოძიება დაიწყო – ახალციხე

March 28, 2022

ფოტო: არქივი

რა დაზიანებები მიიღეს და როგორია იმ პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც ახალციხეში ავტოსახელოსნოში საბურავის გახეთქვის შედეგად დაშავდნენ? – შემთხვევის შემდეგ დაშავებული პირები ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვეუბნებიან: “ერთს მხარი ჰქონდა ამოვარდნილი, მეორეს კანზე მცირე დაზიანებები – ეს პირები იმ დღესვე გაწერეს. მესამეს კისრის არეში ჰქონდა ჭრილობა, ოპერაცია გაუკეთეს და ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტი კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას.”

შემთხვევა შაბათს, 26 მარტს მოხდა. შსს-ში გვეუბნებიან, რომ გამოძიება სსკ-ს 240-ე  მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.