ანდრიაწმინდის სკოლაში გათბობის სისტემის მოწყობა იგეგმება – #ახალციხე

July 6, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდის საჯარო სკოლაში გათბობის სისტემის მოსაწყობად, 66 ათასამდე ლარის დახარჯვა იგეგმება, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული. 

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ სამუშაოებისთვის ტენდერი 75 ათას ლარზე გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა ერთადერთმა პრეტენდენტმა, შპს “დეგო”-მ მიიღო და 66 ათასამდე ლარი შესთავაზა.

ხელშეკრულებაც აღნიშნულ კომპანიასთან გაფორმდა. დოკუმენტის მიხედვით, სკოლაში გათბობის სისტემა სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა დაასრულოს.