მათი წარმატების ისტორია წალკის მეორე საჯარო სკოლიდან დაიწყო. წლები, რომლებიც აქ გაიარეს წარმატებული აღმოჩნდა და ოქროს და ვერცხლის მედლები მოუტანა.
სკოლაში გატარებული პერიოდი, მათთვის უკვე წარსულია, ისინი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდნენ და რამდენიმე დღეში უნივერსიტეტის კარს შეაღებენ.

ორი ოქროსმედალოსანი და ერთი ვერცხლის მფლობელი, სამი განსხვავებული ისტორია და სამი განსხვავებული არჩევანი. თუმცა, წარმატების გზა, სამივესთვის სკოლიდან იწყება.
წარმატებულ მოსწავლეებს სტუდენტობას, სკოლის კართან მასწავლებლები ულოცავენ.
სივრცის აღქმა, შემოქმედებითი ხედვა და ხატვა,- ეს ისაა, რაც ნინოსთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა პროფესიის შერჩევისას.
ნინო საღლიანი: სამედიცინოზე მინდოდა ჩაბარება, მაგრამ რადგან ხატვა ძალიან მიყვარს არქიტექტურაზე ჩაბარება გადავწყვიტე. უკვე გაგვაცნეს რის გაკეთება მოგვიწევს, მგონია რომ თავს გავართმევ.

ნინო სწავლას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განაგრძობს, ჯერ საოცნებო არქიტექტურული შენობა არ აქვს. გზა რომელიც სკოლიდან დაიწყო მარტივი არ ყოფილა.
ნინო: ეს გზა მარტივი არ ყოფილა. რთული იყო. საგნები ბევრია და მასალა თანდათან უფრო რთულდება. თან დამატებით საგნებზეც უნდა იარო და სკოლის დანარჩენ საგნებსაც ყურადღება უნდა მიაქციო.
თუ ნინოსთვის მომავლის პროფესია არქიტექტურაა, კიდევ ერთმა წალკელმა ოქროსმედალოსანმა შალვა სუბელიანმა პროფესიად კომპიუტერული მეცნიერებების ინგლისურენოვანი ფაკულტეტი აირჩია. ფიქრობს, რომ ეს მომავლის პრფესიაა. შალვა სწავლას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უფასო ფაკულტეტზე გააგრძელებს.
შალვა სუბელიანი: ბავშვობიდან კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართ დიდი ინტერესი გამაჩნია. კომპიუტერული მეცნიერებები რადგან ძირითადად უცხოეთშია განვითარებული და დასქმების ბაზარი დასავლეთშია განვითარებული ,ამიტომ ინგლისურენოვანი ფაკულტეტი ავირჩიე. ტერმინებიც, მერჩივნა ინგლისურად მესწავლა. თან მოთხოვნადი პროფესიაა.

შალვა გვიყვება რომ საქართველოში ამ პროფესიის მქონე ადამიანების ნაკლებობაა, ამბობს რომ სიღრმისეული ცოდნა ყველასთვის მნიშვნელოვანია, ტექნოლოგიების არასწორმა გამოყენებამ შესაძლოა დადებითის ნაცვლად უარყოფითი გავლენა იქონიოს ადამიანზე.
შალვა სუბელიანი: ჩემი აზრით სიღმისეული ცოდნა ყველასთვის მნიშვნელოვანია, არასწორმა გამოყენებამ შესაძლოა ადამიანის ფსიქიკაზე უარყოფითად იმოქმედოს.
კიდევ ერთი, წალკელი წარმატებული მოსწავლე, ალექსანდრე გობაძე სწავლას ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით განაგრძობს. სამომავლო პროფესიის არჩევა, ოჯახს უკავშირდება. ამბობს, რომ მიღებულ ცოდნას, ახალ იდეებს საოჯახო ბიზნესის განვითარებას მოახმარს. ალექსანდრე სწავლას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გააგრძელებს.
ალექსანდრე გობაძე: თავიდან სხვა პროფესიაზე ვფიქრობდი, მაგრამ შემდეგ გადავწყვიტე ბიზნეს ადმინისტრირებაზე ჩამებარებინა. სახლში ბიზნესი მაქვს და მამას მივეხმარები.

ბიზნესის მართვა რთულია და თუ პროფესიონალი თუ არ დაგეხმარება, შეიძლება ცუდი შედეგი გქონდეს“.
ალექსანდრეც სკოლის წლებს იხსნებს და მისი თანატოლების მსგავსად, განათლების მნიშვნელობაზე საუბრობს. ის ვერცხლის მედლის მფლობელია და ინტერესით ელოდება სწავლის დაწყებას.
,, სკოლამ მოგვცა ის რისი მოცემაც შეეძლოთ. მასწავლებლებმაც შეგვიწყეს ხელი და რომ არა მათი ხელშეწყობა, ვერ ჩავაბარებდი. სკოლის როლი დიდია.
ნინო; აუცილებლად უნდა ავღნიშნო მასწავლებლების ხელშეწყობა, შრომას ყოველთვის აქვს ფასი და ფასდება.
როგორია წარმატებული მოსწავლეების გეგმები? უკვე სტუდენტები ასე გვასუხობენ.
ალექსანდრე გობაძე : ,,სწავლას რომ დავამთავრებ, ისევ აქ დავბრუნდები და აქაურობის განვითარებას შევუწყობ ხელს, წალკა ვითარდება და პროფესიონალები სჭირდება. ბიზეს სჭირდება გაძლიერება.
შალვა :მაგისტრატურაში სწავლას გავაგრძელებ და ამ პროფესიას შევძენ დამატებით ცოდნასაც. მარტო უნივერსიტეტში სწავლით საკმარისს შედეგეს ვერ მივაღწევ. რამდენიმე ონლაინ კურსისებზე ვიყავი, ახლაც ვაპირებ ცოდნის გაღრმავებას.
ნინი; მაგისტრატურაში ჩავაბარებ და სტაჟიორად ვიმუშავებ.
წალკის 2 საჯარო სკოლას როგორც ვერცხლის ისე ოქროს მედალოსნები ჰყავს. აქედან 8 ოქრო და სამი ვერცხლის მედალია.
