“ასეთი სეტყვა ისტორიას არ ახსოვს,” – ახალქალაქის მერი ​

June 22, 2022

ახალქალაქის და ასპინძის რადენიმე სოფელში სეტყვის შედეგად, როგორც მუნიციპალიტეტის მერები გვეუბნებიან, მოსახლეობას ნათესები გაუნადგურდა, ასევე დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. 

“ასეთი სეტყვა ისტორიას არ ახსოვს,” – გვეუბნება ახალქალაქის მერი, მელქონ მაკარიანი. მისი განცხადებით, დაისეტყვა მუნიციპალიტეტში 18 სოფელი და ქალაქი ახალქალაქი, რის შედეგადაც დაზიანდა ნარგავები, სახლები, სახურავები და ფანჯრები. ასევე დაზიანდა ავტომობილები.

მისივე თქმით, შეიქმნა კომისია და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

რაც შეეხება ასპინძას, მერის, როსტომ მაგრაქველიძეს თქმით, მუნიციპალიტეტის 2 სოფელი დაისეტყვა და ამ ეტაპზე მათთვის განცხადებით არავის მიუმართავს, ასეთის შემთხვევაში კი მზად არიან ზარალი შეისწავლონ. 

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქი და ასპინძა გუშინ დაისეტყვა.

ფოტოები: Jnews , მერაბი ნათენაძე