ასპინძაში ხანძარია

May 12, 2021

ასპინძაში, სოფელ ჭობარეთთან საძოვრებზე ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვეუბნებიან, რომ ცეცხლი ძველ ბალახს უკიდია.

აქვე გვეუბნებიან, რომ შემთხვევის ადგილზე 2 სამაშველო ჯგუფი იმყოფება.

ხანძრის ფოტოს სოციალურ ქსელში ალექსი გრიგალაშვილი ავრცელებს.