აუდიტი: გარდაბნის მუნიციპალიტეტის ააიპ-ებში თანხებს დაუსაბუთებლად ხარჯავენ

March 11, 2024

მუნიციპალიტეტისს დაფუძმებულ ორგანიზაციებში სადაც მუნიციპალური სუბსიდიების უმეტეს ნაწილს ხელფასებში ხარჯავენ, აუდიტის  დასკვნას არ ეთანხმებიან.  

დასკვნა კი ასეთია: ,, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სუბიექტების საქმიანობის და მართვის კონტროლში არსებული სისუსტეები წარმოშობს საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური ხარჯვის რისკებს.  ზოგიერთი სუბიექტის და დასაქმებულთა ფუნქცია-მოვალეობები გაუკვეველია.ა(ა)იპებში დასაქმებულთა საქმიანობა გაუკვეველია და საბიუჯეტო სახსრები დაუსაბუთებლადაა დახარჯული“. ამ ინფორმაციას აუდიტის სამსახური 2021-22 წლების მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს.

,,გარდაბანსერვისი“

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა ა(ა) იპ  გარდაბანსერვისმა 2021-2022 წლებში დაფინანსების სახით ორმილიონ ნახევარზე მეტი ( 2 632 600 ) ლარი მიიღო.  მიღებული თანხიდან  მილიონ ნახევარზე  (1604500) მეტი ხელფასებზე გაიცა. 

  • გარდაბანსერვისის ფუნქციებში სასმელი წყლის, ჭაბურღილების, სკვერების, სანიაღვრე არხების, სატუმბი სადგურების, შენობა- ნაგებობებისა და პარკების მოვლა-პატრონობა შედის.  ა(ა) იპი სამუშაოებს მერიიდან მიღებული დავალების ან შესული წერილების მიხედვით ატარებს.

აუდიტის მიხევდით, ა(ა)იპის მიერ 2021-2022 წლებში   152 800  ლარის სამშენებლო და სამეურნეო საქონელი, შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშეა შეძენილი.

შეესაბამებოდა თუ არა გაწეული დანახარჯები ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებს – აუდიტის სამსახურმა შესაბამისი დოკუმენტები ააიპ-ისგან ვერ მიიღო. ირკვევა რომ სამუშაოები, დეფექტური აქტების, ხარჯთაღრიცხვებისა და ფორმა N 2-ის შედგენის გარეშე სრულდებოდა.

,,მეგობრობის ცენტრი“

გარდაბნის მუნიციპალიტეტის  მიერ დაფუძნებულ კიდევ ერთ, ა(ა)იპ მეგობრობის ცენტრზეა საუბარი აუდიტის დასკვნაში , სადაც ბიუჯეტის 98.7% ხელფასებსა და ადმინიტრაციის შენახვას მოხმარდა. 1.3 % კულტურული ღონისძიების ხარჯია.

აუდიტის დასკვნაში საუბარია, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ მეგობრობის ცენტრზეც, რომლის სუბსიდიამ  2021-2022 წლებში 267200 ათასი ლარი შეადგინა.

ხელფასებზე დახარჯულია 246100  ლარი, ადმინისტრაციის შენახვის სხვა ხარჯი კი 17500  ლარს შეადგენს.

კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობაზე საუბრობენ აიპის თანამშრომლები, თუმცა აუდიტის სამსახურს, ვერც მათ და ვერც მუნიციპალიტეტმა აღნიშნული ა(ა)იპის თანამშრომლების მიერ  აქტივობებში მონაწილეობის  დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ წარუდგინეს.

  • ცნობილია, რომ მუნიციპალიტეტში ჩატარებულ კულტურულ ღონისძიებებს, მათ დაგეგმვას, შესყიდვასა  და დაფინანსებას მერია ახორციელებს.

აუდიტი წერს, რომ,, ა(ა)იპებში დასაქმებულთა ფუნქცია-მოვალეობები გაურკევევლია, საბიუჯეტო სახსრები კი დოკუმენტური დადასტურების გარეშეა გახარჯული“.

რა (არ) უპასუხეს TOK TV -ს ?

Tok.tv -ის რედაქცია ,, მეგობრობის ცენტრის“ დირექტორს ზაქირ დაშდამიროვს დაუკავშირდა.

მისი თქმით აუდიტის დასკვნაში შეცდომაა და ბიუჯეტიდან   ხელფასებზე  არა 98.7% არამედ 90-94% პროცენტი დაიხარჯა.

კითხვაზე, წლის განმავლობაში რამდენ კულტურულ ღონისძიებას ამზადებს მეგობრობის ცენტრი და რა აქტივობებში არიან ჩართულნი თანამშრომლები, ზაქირ დაშდამიროვი ზუსტ ციფრს ვერ ასახლებს, ამბობს რომ დღესასწაულებისთვის ამზადებენ პროგრამას. აქვთ ღონისძიება 8 მარტისთვის და მზადების პროცესი მიმდინარეობს ღონისძიებისთვის, რომელიც   ნოვრუზ ბაირამზე გაიმართება. თუმცა, რა სახის პროგრამა იქნება წარმოდგენილი დაშდამიროვი არ აკონკრეტებს.

რაც შეეხება დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ,,მეგობრობის ცენტრის“ თანამშრომელთა ჩართულობა იქნება დადასტურებული ჩატარებულ ღონისძიებებში, ზაქირ დაშდამიროვი ამბობს, რომ ღონისძიებაში მონაწილეობის დოკუმენტები აქვთ და  წარადგინეს.  გარდა პანდემიის  პერიოდისა, როცა, მთელს საქართველოში ღონისძიებები იყო აკრძალული.

Tok.tv – ის რედაქციამ  მეგობრობის ცენტრს  2022 წელს გამართული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება სთხოვა, თუმცა ,,მეგობრობის ცენტრის“ დირექტორმა ბევრი საქმე და მერიასთან შეთანხმება დაასახელა.

Tok.tv  -ის რედაქცია ა(ა) იპ გარდაბანსერვისის დირექტორს დავით ონიანსაც დაუკავშირდა.

დავით ონიანი: ,,აუდიტის დასკვნა მოვიდა, გავამზადეთ პასუხი და გავუგზავნეთ მუნიციპალიტეტს, სწორედ მან უნდა გასცეს, ყველას პასუხი, თქვენც და აუდიტსაც.მე ანგარიშვალდებული ვარ მერის წინაშე. სხვა ინფორმაციას ვერ მოგაწვით.  გეტყვით იმას, რომ არ ვეთანხმებით აუდიტის დასკვნას.“

tok.tv – ის რედაქცია თემაზე მუშაობას განაგრობს.

Tags: , , ,