აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლებს ახალციხის მერი შეხვდა

July 21, 2022

ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსში მაცხოვრებლები  თითქმის 2 წელია (1 წ. 7 თვე)  საკუთარ სახლებში დაბრუნებას ელიან. მოქალაქეებს გუშინ მერი, ირაკლი ლაზარაშვილი შეხვდა. გვეუბნება, რომ მიზანი იყო მოსახლეობისთვის კორპუსის რეაბილიტაციის გაჭიანურების მიზეზი აეხსნათ. ახალციხის მერი ამბობს, რომ მისივე დაზიანებული კორპუსის რეაბილიტაციის სრულად რამდენიმე კვირაში დასრულდება.